ეს წყვილი დღეში მხოლოდ $8 ხარჯავდა და უკვე 50 ქვეყანაზე მეტი მოიარეს

კეროლ ლევანდოვსკი და ალექსანდრა სლუსარჩუკი ახალგაზრდა ბლოგერები არიან პოლონეთიდან. მათ არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ემოგზაურათ და ენახათ მსოფლიო. თუმცა იყო დიდი სურვილი… ამიტომ იყიდეს ძველი ფურგონი 600 დოლარად, მოხატეს, მოიმარაგეს საჭირო ნივთები, საკვები და გზას გაუდგნენ.
6 წლის განმავლობაში მათ 150,000 კილომეტრზე მეტი გაიარეს, ნახეს 5 კონტინენტი, 50 ქვეყანა.
ძირითადად ფულს ბენზინში ხარჯავდნენ. ბევრი ადამიანი, ვინც მათ თან ემგზავრებოდა, საწვავისთვის განკუთვნილ თანხას უზიარებდა. ისინი ნელა მგზავრობდნენ და ერთ ადგილას დიდხანს ჩერდებოდნენ. ეს საწვავის დაზოგვაში ეხმარებოდათ.
ბევრი ღია ბარათს უკვეთავდა და მათი მოგზაურობიდან ლამაზი ადგილის სურათის მიღების სანაცვლოდ ფულს უგზავნიდა. არ იხდიდნენ საცხოვრებლისთვის ფულს, რადგან ეძინათ ფურგონში, კარავში, პლაჟზე, კლდეებზე და გამოქვაბულებში. ხანდახან კი კეთილი ადამიანები საკუთარ სახლშიც პატიჟებდნენ. ყიდულობდნენ იაფ პროდუქტს და შემდეგ თავად ამზადებდნენ საჭმელს. ეს ძალიან ეკონომიურია.
მანქანის შეკეთებაც კი ისწავლეს იმ ადამიანებისგან, ვინც ეხმარებოდათ და უკეთებდა უფასოდ, როცა მათ ისტორიას აღფრთოვანებით ისმენდნენ.
მათ ჰყავდათ სპონსორები იმ შემთხვევაში, თუ დიდი თანხა სჭირდებოდათ. მაგალითად, ერთხელ კომპანიამ, ფურგონზე რეკლამის სანაცვლოდ, დაუფინანსა გემით გადაყვანა ავსტრალიიდან აშშ-მდე. ფურგონზე ნახავთ სხვადასხვა კომპანიის ლოგოებს.
მათი ბლოგი ყველაზე პოპულარულია პოლონეთში. „ჩვენ უკვე ორი წიგნი დავწერეთ მოგზაურობის შესახებ. ასე რომ შემოსავალი გვაქვს და ამისთვის მხოლოდ ლეპტოპი და ინტერნეტი გვჭირდება”.
იხილეთ სურათები მათი მოგზაურობიდან.
- ლეგენდად ქცეული ფურგონი

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- სიმღერით გადალახული დაბრკოლებები მათი ცხოვრების ნაწილია

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- მოგზაურობას თან ახლავს უცნაური, მაგრამ ლამაზი სურათები

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- ნახავთ გრანდ კანიონის ულამაზეს მთებს

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- აყვავებული მინდვრების სილამაზემ შეიძლება კარგა ხნით დაგავიწყოთ ყველაფერი

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- ჰიგიენა ყველგან მნიშვნელოვანია

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- თქვენ შეიგრძნობთ ბუნების საოცარ ფერებს

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- და გადალახავთ სიმაღლის შიშს

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- ეს გარდაუვალია

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- უკეთესად გაიცნობთ პარტნიორს

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- ცხოველები კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- ნახავთ სახლს, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- განსაკუთრებით მაშინ, როცა უდაბნოს გადაგატარებთ

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- გაიცნობთ ახალ ადამიანებს

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk
- და მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია

ფოტო: Karol “Charlie” Lewandowski and Aleksandra Ślusarczyk