ვიზუალი თუ ინტელექტი? 5 ოქროს წესი, რომელიც ნებისმიერი ხასიათის მამაკაცს გახდის ლმობიერს!

მამაკაცების უმეტესობას სხვადასხვა ხასიათი აქვთ, თუმცა არსებობს მიდგომა, რომლითაც ძლიერ, სუსტ, მექალთანე, მდირად, ღარიბ და ნებისმიერ ხასიათის მეუღლეს ქედს მოახრევინებს თქვენს და თქვენი ინტელექტის წინაშე! იხილეთ 5 ოქროს წესი მამაკაცთან ურთიერთობაში:
აგრძნობინეთ, რომ ის უფროსია ოჯახში, მიეცით მას გადაწყვეტილების მიღების უფლება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მის ჭკუაზე იქნება, პირიქით, მამაკაცს უყვარს, როცა ის ოჯახის უფროსი და გადაწყვეტილების მიმღებია, აგრძნობინეთ მას რომ ეს სწორედ ესეა და საბოლოოდ ყველა საქმე სწორედ ისე წარიმართება, როგორც თქვენ გსურთ!

ფოტო: by Igor Starkov on unsplash
გამონახეთ მასთან საერთ ენა! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა თქვენ ფეხბურთი, ან ერკვევით თუ არა ავტომობილებში, ან ვიდეო თამაშებში, თქვენ მოგიწევთ ზედაპირულ დონეზე მაინც მისი გატაცების შესწავლა, ესაუბრეთ მას მისთვის სასიამოვნო თემაზე, ეს უსაზღვროდ მნიშვნელოვანია მისთვის!
არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ქალები ხშირად „ტვინს ტკენენ“ მამაკაცს სისულელეების გამო, რომ ზედმეტად ხშირად საყვედურობენ და წუწუნებენ. დაარღვიეთ ეს სტერეოტიპი, იყავით განსაკუთრებული, უსაყვედურეთ, მაგრამ შესაბამის დროს და ფორმით. არასდროს შელახოთ მისი თავმოყვარეობა სხვების წინაშე, განსაკუთრებით მისი ოჯახის წინაშე. ეს მას რთულად დაავიწყდება და ორივენი ძალიან დაზარალდებით

ფოტო: by Remy_Loz on unsplash
ხშირად შეაქეთ ხოლმე ის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასში რაიმე ცვლილების განხორციელება გსურთ, გამონახეთ ძალები საკუთარ თავში და პირველ რიგში პოზიტიურით და დადებითით დაიწყეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გაამახვილეთ ყურადღება უარყოფითზე, გაოცდებით როგორ მოქმედებს ეს მიდგომა!

ფოტო: by Shahzin Shajid on unsplash
და ბოლოს, მამაკაცს ძალიან მოსწონს ინტელექტუალური ქალი, რომელიც საკუთარ ინტელექტზე არ აპერირებს და ყველას არ ახვევს თავს მის ცოდნას… იყავით მოკრძალებული! თუმცა ინტელექტი მხოლოდ 50%–ია, დანარჩენი 50 კი რათქმაუნდა ვიზუალია, აუცილებლად მოუარეთ საკუთარ თავს, არასდროს გადადოთ საკუთარი თავის მოვლა/გალამაზება, იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე დღის ნებისმიერ დროს.