რატომ ააშენა მამაკაცმა სახლი, რომლის სისქეც სულ რამდენიმე მეტრი იყო

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ერთ-ერთი ზღვისპირად უბანში არსებობს უცნაური შენობა. შენობას ადგილობრივები უწოდებენ „albasa“-ს, რაც ითარგმნება როგორც – „შური“. ერთი შეხედვით, წინიდან თითქოს ნორმალური სახლია, მაგრამ მისი ყველაზე ვიწრო მხარე სიგანეში სულ რაღაც 60 სანტიმეტრია, ყველაზე ფართე კი 4 მეტრი.
ამ ბინაში ადამიანები დღემდე ჩვეულებრივ ცხოვრობენ. უცნაურია რატომ გასცა მთავრობამ მსგავსი სახლის მშენებლობის უფლება, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს ვიწრო სახლი, რომელიც შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე ვიწროც კი იყოს ნამდვილად არსებობს.
სახლის ყველაზე განიერი მხარე, რომელიც სულ რაღაც 4 მეტრია
ალბათ ყველა თქვენგანს დააინტერესა საიდან ასეთი უცნაური სახელი და რა ისტორია აქვს სახლს? რეალურად კი სახლის აშენება დაკავშირებულია შემდეგ ამბავთან:
ეს არის ისტორია 2 ძმაზე, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს მიწის ნაკვეთი ძალიან ძვირადღრებულ უბანში. მათ დიდი დავის მიუხედავად ვერ მოახერხეს ნაკვეთის გაყოფა. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტმა გარკვეული მონაკვეთის კონფისკაცია მოახდინა გზის მშენებლობისთვის.
ამის შედეგად ერთ ძმას სწორედ ის პატარა მონაკვეთი შერჩა, სადაც ფართის სიმცირის გამო ნორმალური სახლის მშენებლობა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ძმამ კი იმ მონაკვეთზე, რომელიც ერგო ძვირადღირებული სასტუმრო ააშენა.
გაბრაზებულმა ძმამ რაც გააჩნდა ყველაფერი გაყიდა, რათა თავის მონაკვეთზე უცნაური შენობა აეშენებინა, რათა მისი ძმის სასტუმროსთვის ზღვის ხედი დაეჩრდილა და მისთვის ზარალი მიეყენებინა.
სწორედ ამ უცნაური ფაქტის გამო ხალხმა ამ შენობას „შური“ შეარქვა. ეს შენობა ბეირუთის პრესტიჟულ უბანში 1954 წელს აშენდა და დღემდე დგას.