რატომ მოაბნია მოსამართლემ სასამართლო პროცესის დროს საკუთარი მაგიდის გარშემო მარილი?

ეს ამბავი რუსეთში, ქალაქ უფაში მოხდა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სასამართლო პროცესის დაწყების დროს, მოსამართლემ სხოდამათა დარბაზში შესვლისას, საკუთარ ადგილზე დაჯდომამდე, მაგიდის გარშემო მარილი მოაბნია.
სასამართლო სხდომა ქალაქში დაბინძურებულ წყალს ეხებოდა. მოსარჩელეები და სასამართლო დარბაზში მყოფები გაოცებულები იყვნენ მოსამართლის ქმედებით და ძალიან აინტერესებდათ რეალურად რა გახდა ამ ქმედების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დამსწრემ მოსამართლის ასეთი ქცევის მიზეზი იკითხა, მან ამასთან დაკავშირებით არაფერი თქვა.
პროცესის ერთ-ერთი დამსწრე, ბრალმდებულების უფლებადამცველმა მოგვიანებით განმარტა, რომ სასამართლო დარბაზში მაგიდის გარშემო მარილის ზოლებად მოყრა მისთვის ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო. მან მოსამართლეს ჰკითხა რა იყო ამის მიზეზი და საბოლოოდ ის იმყოფებოდა შამანთან თუ სასამართლოში, მაგრამ პასუხად დუმილი მიიღო.
უფლებადამცველის შეფასებით, მოსამარლის მხრიდან მსგავსი გაურკვეველი ქმედება იყო სრული მარაზმი, რის გამოც მან პროცესის გადადება და მის ფსიქოლოგების მიერ შემოწმება და ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა.
მოგვიანებით ქალაქ უფას ფსიქოტერაპიული კლინიკის მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ ქალაქში უამრავი ცრუმორწმუნეადამიანია, რომელიც მსგავს რიტუალებს ხშირად მიმართავენ. მანვე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული მოსამართლე გაგიჟებულიყო, რადგან ამისგან დაცული არავინ არ არის და შესაძლებელია გაგიჟდეს როგორც მოსამართლე ისე რომელიმე ქარხნის დირექტორი.
რუსული გამოცემის „კომერსანტი“ ცნობით, აღნიშნული მოსამართლე ნაილი იდიატოვი რაინული სასამართლოს მოსამართლე 2014 წლიდან არის და რეალურად ვერავინ გაარკვია რა იყო მისი აღნიშნული ქმედების რეალური მიზეზი და რამ განაპირობა მოსამართლის მგავსი გაურკვეველი ქცევა.