რომელ სტიქიას მიეკუთვნებით თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წყლის ნიშნები
წყლის ნიშნები განსაკუთრებით ემოციური და ულტრა მგრძნობიარეები არიან, მათ აქვთ ძლიერი ინტუიცია. ისინი შეიძლება ისეთივე იდუმალნი აღმოჩნდნენ, როგორც თავად ოკეანე. წყლის ნიშნებს უყვართ გულახდილი საუბრები. ისინი იშვიათად აკეთებენ რაიმეს ღიად. წყლის ნიშნები ყოველთვის მზად არიან საყვარელი ადამიანების დასახმარებლად. წყლის ნიშნებია: კიბო, მორიელი და თევზი.
ცეცხლის ნიშნები
ცეცხლის ნიშნები მგზნებარე, დინამიური და ტემპერამენტული ხასიათის არიან. ისინი სწრაფად ბრაზდებიან მაგრამ მარტივად აპატიებენ. ისინი ავანტიურისტები არიან, უზარმაზარი ენერგიით. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერნი და სხვებისთვის შთაგონების წყარო არიან. ამ სტქიის წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან მოქმედებისთვის.
ცეცხლის ნიშნები: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი.
მიწის ნიშნები
ისინი ძირითადად კონსერვატიული და რეალისტური ხასიათით გამოირჩევიან, მაგრამ ასევე ახასიათებთ ემოციურობა. ისინი პრაქტიკული, ერთგულები და სტაბილურები არიან, მათ ახასიათებთ მეგობრებისა და ახლობლების გვერდში დგომა სირთულეების დროს. დედამიწის ნიშნებია: კურო, ქალწული და თხის რქა.
ჰაერის ნიშნები
ჰაერის ნიშნები გამოირჩევიან რაციონალურობითა და სოციალურობით მათ უყვართ კომუნიკაცია და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ისინი მოაზროვნეები არიან, მეგობრულები, ინტელექტუალურები და კომუნიკაბელურები . მათ უყვართ ფილოსოფიური მსჯელობები, საზოგადოებრივი თავყრილობები და კარგი წიგნები. ისინი სიამოვნებას იღებენ რჩევების გაცემით, მაგრამ ასევე შეიძლება იყვნენ ძალიან ზედაპირულები.
ჰაერის ნიშნებია: ტყუპები, სასწორი და მერწყული.