საზაფხულო ტორტის მარტივი და გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები:
ბისკვიტი
5 კვერცხი
150გ შაქარი
150 ფქვილი
75გ კარაქი
კრემი
6კვერცხის გული
200გ შაქარი
8ს//კ ფქვილი
ვანილი
800მლ რძე
300გ კარაქი
ბისკვიტი:
კვერცხს დავამატოთ შაქარი, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და განუწყვეტლივ ვურიოთ, როცაგათბება გადმოვდგათ (არ გაგვიცხელდეს). ამოვიყვანოთ მიქსერით გათეთრებამდე (5წთ), დავამატოთ გაცრილი ფქვილი დაფრთხილად ავურიოთ. ორთქლის აბაზანაზე გავადნოთკარაქი, შევაგრილოთ და ნელ–ნელა დავამატოთ მიღებულ მასას. გამოვაცხოთ 170გრადუსზე40წთ. სტანდარტულ, მართკუთხედ საცხობ სინზე. როცა გაცივდება ამოვჭრათ 16-18სმდიამეტრის მრგვალი ფენები. (რამდენიც გამოვა)
კრემი:
შაქარი და კვერცხის გულები ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ 300მლ რძე და ფქვილი. დანარჩენი 500მლ რძე ავადუღოთ და დავამატოთ კვერცხიანი მასა, თან ვურიოთ. ადუღდება, გადმოვდგათ და ცხელშივე დავამატოთ კარაქი და გავაგრილოთ. დავამატოთ ვანილი.
ფენები დავნამოთ ხილის სიროფით