საოცრად გემრიელი ბლინის ტორტი ბანანით

კვერცხი ათქვიფე გოგლიმოგლი გააკეთე 1 სუფრის კოვზ შაქართან ერთად დაამატე წყალი დარძისფხვნილი 2სუფრის კოვზი. სოდა ძმართან ერთად 1 ჩაის კოვზი თანდათან დაამატე ფქვილი, ვანილი
მოხარშული კრემი:
კრემიი:
- 7 სუფრის კოვზი ფქვილი
- 400 გრ შაქარი+ერთი კვერცხის გულით გოგლი მოგლი
- 4 ჭიქა რძე
- მწიკვი მარილი
- ვანილი
ავიღოთ ქვაბი და ჩავყაროთ ფქვილი შემდეგ დავუმატოთ 350 გრ. შაქარი, ავიღოთ ერთიკვერცხის გული და 50 გრ. შაქართან ერთად ცალკე ავთქვიფოთ 1 წუთის განმავლობაში დადავასხათ ქვაბში მოთავსებულ მასას შემდეგ დავამატოთ ერთი ჭიქა ცივი რძე და გავხსნათვურიოთ ამ მასას სანამ კარგად არ გაიხსნება, შემდეგ დამავატოთ ადუღებული 3 ჭიქა რძე, დავამატოთ მარილი და ვანილი, დავდგათ მაღალ ცეცხლზე და ვურიოთ იქამდე სანამ მასაკარგად არ ადუღდება.
ცალკე ჯამში ავთქვიფოთ გათეთრებამდე დარბილებული კარაქი და ნელ–ნელა დავამატოთგაციებული კრემი ბოლოს კი დავამატოთ ვანილი, შოკოლადის კრემისთვის დავამატოთ კაკაო 5 სუფრის კოვზი და გამდნარი შავი შოკოლადი + ერთი ჩაის კოვზი ხსნადი ყავა და ერთი სუფრისკოვზი კონიაკი.
ცომი:
- 3 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 3 ჭიქა წყალი + 2 სუფრის კოვხი რძის ფხვნილი ან რძე
- 400 გრ. ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
- ვანილი
- 4 სუფრის კოვზი ზეთი
ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად, დავამატოთ რძე, ფქვილი სოდა ვანილი, მწიკვიმარილი და ზეთი
გამოვაცხოთ ბლინის ფირფიტები.
კრემისა და ბლინების მომზადების შემდეგ, ავიღოთ სათითაოდ ბლინები წავუსვათ კრემი დადავალაგოთ დაჭრილი ბანანები