უგემრიელესი ნამცხვარი

რეცეპტი:
2 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
200 გრ არაჟანი
3 ც. საშუალო ზომის ვაშლი
ვანილი ფქვილი თვალის ზომით, ისე რომ სქელი არაჟნის მასა მიიღოთ.
ბოლოს 1 ჩ/კ არა სავსე სოდა
მომზადების წესი: ვაკეთებთ გოგლიმოგლს.ვამატებთ არაჟანს, ვანილს,ფქვილს. ამ ყველაფერს ვურევთ კარგად კოვზით.ბოლოს ვაყრით სოდას. 15 წთ. ვაჩერებთ ცომს, იმისთვის, რომ უკეთ ამოფუვდეს. ამასობაში გათლილ ვაშლს ვჭრით კუბიკებად.ცომის ერთ ნაწილს დავასხამთ ჭურჭელზე, მოვაყრით ვაშლს,მეორე ნაწილ ცომს ზევიდან დავასხამთ და შევაცხობთ. ცხობას დაახლოებით 20 წთ. ჭირდება, თუმცა ზედაპირი როგორც კი მოვარდისფერდება, ჩათვალეთ, რომ ნამცხვარი მზად არის.