8 ნიშანი, რომლითაც თქვენი სხეული გულის შეტევამდე ერთი თვით ადრე გაფრთხილებთ.

პრევენცია ყოველთვის მკურნალობაზე უფრო უკეთესია. ამიტომ წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან სიმპტომებს, რომლებიც გულის შეტევამდე ერთი თვით ადრე შეიძლება გაგიჩნდეთ. მათ შემჩნევაზე ფიქრი არასდროს არაა საზიანო, რის გამოც მარტივად შეგიძლიათ დაიცვათ თავი ასეთი სერიოზული პრობლემისგან:
დაღლილობა
ფიზიკური ან მენტალური აქტივობების გარეშე გამოწვეული დაღლილობა გულის შეტევის სიმპტომია. იგი როგორც წესი დღის განმავლობაში უმიზეზოდ იზრდება და ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულებაც კი გიძნელდებათ, როგორიცაა ლოგინის გასწორება ან შხაპის მიღება.
მუცლის ტკივილი
გულის შეტევის სიმპტომად აღიარებულ მუცლის ტკივილებს ეპიზოდური სახე აქვთ. ისინი დროდადრო მსუბუქდებიან და შემდეგ კვლავ გაწუხებენ. ასეთ დროს ფიზიკური დაძაბულობა უფრო მეტად აძლიერებს მუცლის ტკივილებს.
ინსომნია
ინსომნიას ხშირად თან ახლავს შფოთვის სერიოზული დონეც. მისი სიმპტომები ასევე მოიცავს დილას ნაადრევად გაღვიძებას და გადაბმულად დიდი ხნით დაძინების პრობლენას.
სუნთქვის პრობლემები
ღრმად ჩასუნთქვის პრობლემა ხშირად ქალებშიც და კაცებშიც გულის შეტევამდე 6 თვის განმავლობაში ჩნდება. თუკი გრძნობთ რომ საკმარის ჰაერსს ვერ იღებთ, გრძნობთ თავბრუსხვევას და მსგავს სიმპტომებს, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ექიმს.
თმის ცვენა
ეს ყველაზე ხშირად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს აწუხებთ, თუმცა ქალების ნაწილიც შეიძლება იყოს ამ დაავადების რისკის ქვეშ. ყურადღება მიაქციეთ თმის ცვენის სიხშირეს თმის ზედა ნაწილში, რადგან ეს სიმპტომი ჰორმონი კორტისოლის რაოდენობის გაზრდასაც უკავშირდება.
არარეგულარული გულისცემა
არითმიას და მსგავს სიმპტომებს ხშირად თან ახლავს პანიკური შეტევები ან შფოთვები, განსაკუთრებით ქალებში. იგი ჩნდება მოულოდნელად და თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომებით. როგორც წესი აჩქარებული ან შენელებული გულისცემა 1-2 წუთს გასტანს და შემდეგ ქრება, რის მერეც შეიძლება იგრძნოთ ექსტრემალური დაღლილობა და თავბრუსხვევა. ასეთ დროს უნდა დაურეკოთ ექიმს სასწრაფოდ.
მოჭარბებული ოფლიანობა
ამ სიმპტომმა შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგაწუხოთ. იგი ქალებში ხშირად მენოპაუზის სიმპტომშიც ერევათ. თუმცა, გულის შეტევის ნიშნად აღიარებულ მოჭარბებული ოფლიანობის პრობლემას თან ახლავს გაციების მსგავსი სიმპტომები, გაუხეშებული კანი და ოფლის დენა მაღალი ტემპერატურის და ფიზიკური აქტივობების გარეშე. როგორც წესი ღამით იმდენად უარესდება ოფლის დენა, რომ დილით სველ ლოგინში შეიძლება გაიღვიძოთ.
მკერდის ტკივილი
მამაკაცებში მკერდის ტკივილი გარდაუვალი გულის შეტევის ნიშანია, ხოლო ქალებში ეს პრობლემა მხოლოდ 30 პროცენტს აწუხებს. ასეთი მკერდის ტკივილი შეიძლება გაჩნდეს მოულოდნელად და მისი უსიამოვნო შეგრძნებები გავრცელდეს ერთ ან ორივე ხელში, ყბაში, კისერში, მხრებში ან მუცელში.
რისკის ფაქტორები
აღნიშნული დაავადების რისკის ფაქტორებს წარმოადგენს ჭარბწონიანობა, ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა და მოწევა. თუმცა, არსებობს ასევე ნაკლებად ცნობილი ასპექტები, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე უფრო მეტს გაგაგებინებთ:
- ნაოჭი ყურზე ( დიაგონალური ხაზი ყურის კანალიდან დაბლითა მიმართულებით)
- ქუთუთუების შიდა კუთხეებში გაჩენილი ყვითელი წერტილები
- ცოტა სიარულის შემდეგ ბარძაყების კუნთებში გაჩენილი ტკივილ
- ყურის არხში გაჩენილი თმა (მამაკაცებში)
- თმის ნაადრევი გაჭაღარავება (მამაკაცებში)