8 ჩვევა, რომელიც უნდა დაივიწყოთ თუ ზურგის ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ.

მსოფლიო მოსახლეობის 80 პროცენტს ერთხელ მაინც გამოუცდია ზურგის ტკივილი მათ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექსპერტები ისეთი ყოველდღიური ჩვევების დავიწყებას, რომელთა გამოც ამ პრობლემას ბევრად უფრო ვაუარესებთ:
1. სამსახურის ფაქტორი
ზურგის ტკივილის პრობლემა სამსახურში მხოლოდ მძიმე ობიექტების ამწევ მუშებს არ ექმნებათ. იგივე რისკის ქვეშ არიან კოსმეტოლოგები, ინჟინრები, მძღოლები და ოფისში მომუშავე ადამიანები. ამიტომ მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მინიმუმ 1 საათში ერთხელ მაინც ადგეთ და შეისვენოთ, რათა შემცირდეს ზურგის კუნთების სტრესის დონე.
2. სახლში სამუშაო სივრცის ორგანიზება
სახლის კომფორტული გარემო მოდუნებას იწვევს და სწორი პოზის შენარჩუნება გავიწყდებათ. სწორედ ამიტომ ექცევით ზურგის ტკივილის გაჩენის რისკის ქვეშ ისეთი პროცესებით დაკავებისას, როგორიცაა ჭურჭლის რეცხვა, საჭმლის მომზადება და დაუთოება. ამიტომ აუცილებელია მოარგოთ პირსაბანის, უთოს დაფის და საჭმლის დახლის სიმაღლე თქვენს სიმაღლეს ზურგის კუნთების დაჭიმვისგან თავის დასაცავად.
3. არაკომფორტული ფეხსაცმელები
ფეხსაცმელები ჩვენი ხერხემლის პოზაზე უდიდეს გავლენას ახდენს. დღეში 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალქუსლებიანი ფეხსაცმლით სიარული რეკომენდირებული არ არის. იგივე ეხება ბრტყელი ძირის მქონე ფეხსაცმელებით სიარულსაც.
4. დიდი ჩანთები
დიდი ჩანთების ტარების ტრენდი მათში სულ უფრო და უფრო მეტი ნივთის ჩადების ცდუნებას გიჩენთ. ამიტომ სჯობს არ ატაროთ დიდი ჩანთები ან ხშირად დაცალოთ ისინი არასაჭირო ნივთებისგან, რათა მისმა წონამ არ გამოიწვიოს ზურგის კუნთების დაჭიმვა.
5. მოტკეცილი სამოსი
მოტკეცილი ტრენდული სამოსი სისხლის მიმოქცევას აფერხებს და იწვევს ზურგის კუნთების დაჭიმვას, რის გამოც დღის ბოლოს ზურგის ტკივილი შეგაწუხებთ. სწორედ ამიტომ სჯობს ატაროთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ზედმეტად არ მოუჭერს თქვენს კანს.
6. სტრესი და დეპრესია
ცუდ ხასიათზე ყოფნისას ჩვენ გვავიწყდება სხეულის პოზაზე ზრუნვა და მხრები ჩამოშვებული გვაქვს, ხოლო ზურგი მოხრილი. ეს დროთა განმავლობაში წელის და ზურგის ტკივილის გაჩენას იწვევს, რის გამოც აუცილებელია სტრესის ფაქტორების სწრაფად გაქრობაზე იზრუნოთ.
7. ძილის არასწორი პოზა
ძილის დროს თქვენი ხერხემალი სწორ პოზიციაში უნდა იყოს. თუ გვერდზე გადაბრუნებული წოლა მოგცონთ, მაშინ დარწმუნდით რომ თქვენი თავი ძალიან მაღლა ან ძალიან დაბლა არ გიდევთ. თუ ზურგზე დაწოლილი იძინებთ, მაშინ ამოიდეთ მუხლების ქვეშ ბალიში. ეს წელიდან ზეწოლას მოგაშორებთ.
8. მძიმე ნივთების არასწორად აწევა
მძიმე ნივთების აწევის დროს ზურგის ტკივილის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა დაიცვათ ეს წესები:
შეინარჩუნეთ მუხლები მოხრილ მდგომარეობაში და ზურგი სწორ მგომარეობაში თქვენ თავთან მიმართებაში.