Privacy Policy


კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს ვებ-გვერდთან (www.surneli.ge) დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვის საკითხებს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ თქვენი პირადი მონაცემები. ვებ-გვერდით სარგებლობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი მონაცემების გამოყენებაზე ამ პოლიტიკის შესაბამისად. Surneli.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ამ წესებში მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. საიტის შემდგომი გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს თანხმობას განახლებულ პირობებზე.

2. ინფორმაციის შეგროვება

როდესაც თქვენ სარგებლობთ საიტით და ახორციელებთ შეკვეთას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას:

  • სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მიწოდების (საცხოვრებელი/სამუშაო) მისამართი. ეს მონაცემები ინახება ჩვენს დაცულ მონაცემთა ბაზაში შეკვეთის სრულყოფილად შესრულებისა და შემდგომი რეპორტინგისთვის.

3. პერსონალური მონაცემების გამოყენება და გაზიარება

თქვენი პირადი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენი უზრუნველყოფა სასურველი პროდუქციითა და მომსახურებით;
  • ვებ-გვერდის ფუნქციონალის გაუმჯობესება და მომხმარებლის გამოცდილების დახვეწა;
  • სარეკლამო და საინფორმაციო შეთავაზებების მომზადება.
  • ხარვეზების აღმოფხვრა, დავების გადაწყვეტა და თქვენთან კომუნიკაცია;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია შეკვეთის შესასრულებლად (მაგალითად, საკურიერო კომპანიისთვის მისამართის გადაცემა) ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. ინფორმაციის სიზუსტე და კონტროლი

მომხმარებელი ვალდებულია, პირადი მონაცემების (ტელეფონი, მისამართი) ცვლილების შემთხვევაში, დროულად განაახლოს ინფორმაცია პირად პროფილში ან აცნობოს ადმინისტრაციას. Surneli.ge არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია თქვენ მიერ არასწორი ან დაგვიანებული ინფორმაციის მოწოდებით.

5. Cookies (ქუქი-ფაილები)

ჩვენი სისტემა იყენებს Cookies-ტექნოლოგიას. ეს არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები (დაშიფრული კოდი), რომელიც საშუალებას აძლევს ბრაუზერს დაგიმახსოვროთ, როგორც ავტორიზებული მომხმარებელი. ეს გეხმარებათ, რომ საიტზე ყოველი შესვლისას არ მოგიწიოთ მონაცემების ხელახალი შეყვანა და აუმჯობესებს საიტის მუშაობის სისწრაფეს.

6. გარე ბმულები და მესამე მხარეები

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ www.surneli.ge-ზე. თუ თქვენ გადახვალთ სხვა ვებ-გვერდზე ჩვენს საიტზე განთავსებული ბმულის საშუალებით, Surneli.ge არ არის პასუხისმგებელი სხვა საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და შინაარსზე. გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამისი ვებ-გვერდის წესებს.