რატომ Surneli.ge? — ხარისხი და ავთენტურობა
Surneli.ge გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას. ჩვენი სუნამოები შეძენილია ოფიციალური მწარმოებლებისგან და ავტორიზებული პარფიუმერული მაღაზიებიდან ევროპასა და ამერიკაში (საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, აშშ).
1. ✅ პროდუქციის ხარისხი და პასუხისმგებლობა
ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას პროდუქციის ავთენტურობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:
- სუნამოს მდგრადობა და „შლეიფი“ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის ტიპზე.
- ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, სრულ მოცულობამდე შეიძინოთ მცირე რაოდენობა, რათა დარწმუნდეთ, რამდენად შეგესაბამებათ იგი.
- თითოეული მილილიტრი გადადის სტერილურ, მაღალი ხარისხის შუშის ატომაიზერში.
- ვიყენებთ ინდივიდუალურ გადამყვანებს ყოველი სუნამოსთვის, რათა გამოირიცხოს სურნელის (მოლეკულების) შერევა.
🔍 2. ავთენტურობის 100%-იანი გარანტია
ჩვენს საიტზე განთავსებული ფოტოები საშუალებას გაძლევთ დეტალურად შეისწავლოთ ფლაკონი. თუ გადამოწმება გსურთ და თავად არ ხართ ექსპერტი:
- შეგიძლიათ ფოტოები გაუგზავნოთ მცოდნე ადამიანს.
- შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოები პოპულარულ ჯგუფებში (მაგალითად: “Fake or Real”), სადაც ექსპერტები დაგეხმარებიან ორიგინალობის დადასტურებაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს ხარისხში და მივესალმებით ნებისმიერ მსგავს შემოწმებას.
⚠️ 3. მნიშვნელოვანი რჩევა Surneli.ge-სგან
გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას! ბაზარზე გავრცელებული ტერმინები — „პირველი ხარისხის ტესტერი“, „უმაღლესი რეპლიკა“ ან „სუნამოს პირველი ხაზი“ — მხოლოდ მომხმარებლის მოსატყუებლად გამოგონილი სიტყვებია.
დაიმახსოვრეთ: პარფიუმერიაში არსებობს მხოლოდ ორი სანდო კატეგორია — ორიგინალი სუნამო და ორიგინალი სუნამოს ტესტერი. ყველაფერი დანარჩენი არის ფალსიფიკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას.