რას ნიშნავს სუნამოს მილილიტრობით შეძენა?
მილილიტრობით შეძენა (ე.წ. “დეკანტირება”) საუკეთესო გზაა ორიგინალი, ძვირადღირებული სუნამოს გამოსაცდელად. თქვენ ყიდულობთ არა მთლიან ფლაკონს, არამედ მისგან გადმოსხმულ, მცირე მოცულობის სითხეს სპეციალურ ატომაიზერში.
შეკვეთის დაფიქსირებისთანავე, ჩვენ ორიგინალი ფლაკონიდან სითხეს გადავიტანთ მაღალი ხარისხის შუშის ატომაიზერში, თქვენამდე მოდის ზუსტად ის სითხე, რაც ორიგინალ ფლაკონშია — ყოველგვარი დანამატებისა თუ ცვლილებების გარეშე.
📏 ატომაიზერების ზომები და მახასიათებლები
იმისათვის, რომ უკეთ აღიქვათ ატომაიზერების მოცულობა, იხილეთ ქვემოთ მოცემული მონაცემები.
| მოცულობა | სიმაღლე | დიამეტრი | წონა |
| 10 მლ. | 11.5 სმ. | 1.4 სმ. | 11.1 გრ. |
| 5 მლ. | 7.4 სმ. | 1.4 სმ. | 7.8 გრ. |
| 3 მლ. | 5.7 სმ. | 1.4 სმ. | 6.3 გრ. |
| 2 მლ. | 5.0 სმ. | 1.4 სმ. | 5.7 გრ. |
✨ რატომ არის ეს მოსახერხებელი?
- ეკონომია: შეგიძლიათ დატესტოთ ნიშური და ექსკლუზიური სუნამოები დიდი თანხის გადახდის გარეშე.
- მობილურობა: მცირე ზომის ატომაიზერი იდეალურია თან სატარებლად — ჯიბეში, ჩანთაში ან მოგზაურობისას.
- გაცნობა: დარწმუნდებით, როგორ ჯდება სუნამო თქვენს კანზე დღის განმავლობაში, სანამ სრულ ფლაკონს შეიძენდეთ.