პროდუქციის დაბრუნების და შეცვლის წესი

1. ზოგადი პირობები

1.1. Surneli.ge, წინამდებარე პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). 1.2. დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია არ არის გახსნილი და შენარჩუნებული აქვს სარეალიზაციო იერსახე (ქარხნული შეფუთვა).

2. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წესი

2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ Surneli.ge-ს ადმინისტრაციას საიტზე მითითებულ ნომერზე. 2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა მოგვაწოდოთ: შეკვეთის ნომერი, თარიღი და დაბრუნების მიზეზი. აუცილებელია პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს გამოგზავნა ელ. ფოსტაზე: surnelishop@gmail.com. 2.3. თუ პროდუქტს ან თანმხლებ დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს შეაჩეროს დაბრუნების პროცედურა მოკვლევის დასრულებამდე (არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა). 2.4. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს მომხმარებელი.

3. მილილიტრობით შეძენილი პროდუქცია (დეკანტები)

3.1. ვინაიდან მილილიტრობით შეძენილი სუნამო წარმოადგენს ინდივიდუალურად, მომხმარებლის მოთხოვნით ჩამოსხმულ პროდუქტს, მისი შეცვლა ან დაბრუნება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • მოწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას (შეცდომით სხვა სუნამოა გამოგზავნილი);
  • ატომაიზერი დაზიანებულია ან დარღვეულია მისი ჰერმეტულობა (სითხე დაღვრილია);
  • პროდუქტი დაზიანდა ტრანსპორტირების პროცესში.

    3.2. ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები უნდა დაფიქსირდეს კურიერის თანდასწრებით, რის შემდეგაც მომხმარებელს აქვს უფლება უარი განაცხადოს ამანათის ჩაბარებაზე. სხვა შემთხვევაში, ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ჩაბარებული დეკანტი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4. ანაზღაურების წესი

4.1. Surneli.ge აუნაზღაურებს მომხმარებელს გადახდილი თანხის 100%-ს, თუ:

  • პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია და დაუზიანებელი;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მახასიათებლებს. 4.2. თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებლის იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა. 4.3. თანხის დაბრუნების პროცესი სრულდება 14 სამუშაო დღის ვადაში (გარდა შეკვეთის გაუქმების შემთხვევებისა, როცა დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღეში).

5. ტრანსპორტირების ხარჯები

5.1. Surneli.ge ფარავს ტრანსპორტირების ხარჯს, თუ:

  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
    5.2. ყველა სხვა შემთხვევაში (მაგ: მომხმარებელმა გადაიფიქრა), ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება მომხმარებელს.

6. საგამონაკლისო შემთხვევები

6.1. თუ ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა ამოწურული პროდუქციის შეძენა, Surneli.ge ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს, შესთავაზოს ალტერნატივა ან გააუქმოს შეკვეთა და დააბრუნოს თანხა სრულად 48 საათის განმავლობაში.