Club de Nuit Precieux Armaf
არომატი გთავაზობთ ბრენდ Armaf-ის უახლეს და გამორჩეულ სუნამოს Club de Nuit Precieux. ეს არის ქარვისფერი ვუდის სუნამო მამაკაცებისთვის რომელიც გამოვიდა 2024 წელს, გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციით (Extrait De Parfum) და მდგრადობით. სუნამოს მიმსგავსებულია Creed Aventus Absolu-სთან (Aventus-ის ლიმიტირებული ვერსია) და რეკორდი მოხსნა Fragrantica-ზე მომხმარებელთა შეფასებით. 4,63 ქულა 5 ბალიანი სისტემით. ზედა ნოტებია ანანასი, კარამელი, მსხალი, ვარდისფერი წიწაკა, ბერგამოტი, ლიმონი და შავი პილპილი; შუა ნოტებია მუხის ხავსი, თეთრი ხე, ანისული, ჟასმინი და ხეობის შროშანი; საბაზისო ნოტებია ამბროქსანი, ვანილი, ტყავი, თეთრი მუშკი, ქარვა, პაჩული და კედარი.
Club de Nuit Intense Man Parfum
Armaf Club De Nuit Intense Man Parfum — ეს არის პროვოკაციული და მძლავრი მერქნულ-სანელებლიანი არომატი, რომელიც თანამედროვე მამაკაცის თავდაჯერებულობის სიმბოლოდ იქცა. სუნამო შეიქმნა 2022 წელს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბიუჯეტური სუნამოს Parfum ვერსია პირველივე გაფრქვევისას გვთავაზობს: ლიმონის, ბერგამოტის, ვაშლისა და ანანასის ცოცხალი, მჟავე-ტკბილ ნოტების შავ მოცხართან ერთად გაერთიანებას და ენერგიულ, გამომწვევ დასაწყისს. როდესაც პირველი ხილის ტალღა ოდნავ მშვიდდება, არომატის გულში სრულიად სხვა, უფრო იდუმალი ისტორია იწყება. აქ ვარდისა და ჟასმინის დახვეწილ ყვავილოვან თაიგულს არყის ხის შებოლილი, ტყავისებრი ნიუანსები ერწყმის. სწორედ ეს ბოლიანი შტრიხი სძენს სუნამოს იმ ლეგენდარულ, მამაკაცურ სიღრმესა და ხასიათს. ეს არის ბალანსი კლასიკურ ელეგანტურობასა და ველურ ენერგიას შორის. საბოლოოდ, არომატი ეფლობა მუშკის, ამბრისა და პაჩულის მყარ ბაზას. ვანილის მსუბუქი აკორდი კი ამ ყველაფერს კრემოვან სირბილეს მატებს და ტოვებს საოცარ, თბილ და მაგნიტურ შლეიფს. Club De Nuit Intense Man Parfum — ეს არის პროვოკაცია და ძალაუფლება ერთ ფლაკონში. იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც არ ერიდება ყურადღების ცენტრში ყოფნას და სურს ატაროს სურნელი, რომელიც მის ქარიზმასა და სტილს უსვამს ხაზს. Armaf Club de nuit intense man მიიჩნევა სამეფო ბრენდ Creed-ის ბესთსელერი არომატის, Aventus-ის მაქსიმალურად მიმსგავსებულ სურნელად.



