ხარისხი და ავთენტურობა

რატომ Surneli.ge? — ხარისხი და ავთენტურობა

Surneli.ge გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას. ჩვენი სუნამოები შეძენილია ოფიციალური მწარმოებლებისგან და ავტორიზებული პარფიუმერული მაღაზიებიდან ევროპასა და ამერიკაში (საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, აშშ).

1. ✅ პროდუქციის ხარისხი და პასუხისმგებლობა

ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას პროდუქციის ავთენტურობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:

  • სუნამოს მდგრადობა და „შლეიფი“ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კანის ტიპზე.
  • ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, სრულ მოცულობამდე შეიძინოთ მცირე რაოდენობა, რათა დარწმუნდეთ, რამდენად შეგესაბამებათ იგი.
  • თითოეული მილილიტრი გადადის სტერილურ, მაღალი ხარისხის შუშის ატომაიზერში.
  • ვიყენებთ ინდივიდუალურ გადამყვანებს ყოველი სუნამოსთვის, რათა გამოირიცხოს სურნელის (მოლეკულების) შერევა.

🔍 2. ავთენტურობის 100%-იანი გარანტია

ჩვენს საიტზე განთავსებული ფოტოები საშუალებას გაძლევთ დეტალურად შეისწავლოთ ფლაკონი. თუ გადამოწმება გსურთ და თავად არ ხართ ექსპერტი:

  • შეგიძლიათ ფოტოები გაუგზავნოთ მცოდნე ადამიანს.
  • შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოები პოპულარულ ჯგუფებში (მაგალითად: “Fake or Real”), სადაც ექსპერტები დაგეხმარებიან ორიგინალობის დადასტურებაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს ხარისხში და მივესალმებით ნებისმიერ მსგავს შემოწმებას.

⚠️ 3. მნიშვნელოვანი რჩევა Surneli.ge-სგან

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას! ბაზარზე გავრცელებული ტერმინები — „პირველი ხარისხის ტესტერი“, „უმაღლესი რეპლიკა“ ან „სუნამოს პირველი ხაზი“ — მხოლოდ მომხმარებლის მოსატყუებლად გამოგონილი სიტყვებია.

დაიმახსოვრეთ: პარფიუმერიაში არსებობს მხოლოდ ორი სანდო კატეგორია — ორიგინალი სუნამო და ორიგინალი სუნამოს ტესტერი. ყველაფერი დანარჩენი არის ფალსიფიკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას.