წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და LLC Surneli Group (საიდენტიფიკაციო კოდი: 400466811) შორის და არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის www.surneli.ge გამოყენებისას წარმოშობილ ურთიერთობებს.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც Surneli.ge თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს ვებ-გვერდის მეშვეობით, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
Surneli.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ნივთის დაბრუნების/შეცვლის წესებს.
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. ყოველი მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები. Surneli.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე.
1. ინფორმაცია გადახდაზე
მყიდველი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია არის ნამდვილი და სწორი. Surneli.ge-ზე შერჩეული პროდუქციისა და მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მყიდველის საბანკო ბარათის ან საიტზე მითითებული სხვა გადახდის მეთოდების მეშვეობით.
მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პროდუქციის და ტრანსპორტირების (ადგილზე მიტანის) ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით. მყიდველი პასუხისმგებელია ყველა იმ გადახდაზე, რომელიც განხორციელებულია მისი პირადი ანგარიშითა და პაროლით. Surneli.ge არ არის პასუხისმგებელი პაროლის მესამე პირების მიერ არასანქცირებულ გამოყენებაზე.
2. რედაქტირება და მოდიფიკაცია
Surneli.ge იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს შეცვალოს, წაშალოს ან დაამატოს ინფორმაცია საიტზე (ფასები, პროდუქციის აღწერა, შესყიდვისა და მიტანის პირობები). ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება გამოქვეყნების შემდგომ განხორციელებულ ტრანზაქციებზე.
3. მომსახურების მიღება-გაწევა
მიუხედავად იმისა, რომ Surneli.ge მაქსიმალურად ცდილობს მარაგების სიზუსტის კონტროლს, ჩვენ ვერ მოგცემთ შერჩეული პროდუქციის მიწოდების 100%-იან გარანტიას (მაგ. ერთდროული გაყიდვის ან დაზიანებული ნაშთის შემთხვევაში). ასეთ დროს, Surneli.ge მყიდველს შესთავაზებს ალტერნატიულ, მსგავსი მახასიათებლების პროდუქციას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ჩანაცვლებაზე, Surneli.ge იღებს ვალდებულებას, სრულად დაუბრუნოს მყიდველს გადახდილი თანხა.
4. პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები
მყიდველს უფლება აქვს არ ჩაიბაროს პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება საიტზე განთავსებულ აღწერას ან მის მიერ განხორციელებულ შეკვეთას. პროდუქციის შესაბამისობა მოწმდება კურიერისგან შეკვეთის ჩაბარების მომენტში. პროდუქტის დაბრუნება და შეცვლა რეგულირდება Surneli.ge-ს დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც დეტალურად არის გაწერილი შესაბამის განყოფილებაში.